воскресенье, 29 марта 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია

      დღეს განვსაზღვრეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.
დავსვით მოცემული თემისათვის ზოგადი და შინაარსობრივი კითხვები
 გავუზიარეთ ერთმანეთს, ვიმსჯელეთ თითოეული კითხვის გარშემო რამდენად შეესაბამებოდა დასმული კითხვები  მოცემულ თემებს .გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
შეუძლია ერთ ადამიანს მოახდინოს ცვლილება?

თემატური კითხვები
იცნობთ თუ არა ბირთვულ იარაღს და მისი მოქმედებით გამოწვეულ შედეგებს? რას წარმოადგენს ბიღთვული იარაღი? რა იცით მის შესახებ?
შინაარსობრივი კითხვები
რომელ ქვეყანაში შეიქმნა ბირთვული იარაღი?ვინ და როდის გამოიყენა პირველად? რა საფრთხეებს შეიცავს მისი გამოყენება მსოფლიოსათვის?

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. ბევრი ახალი მასალა ავითვისეთ. 

пятница, 27 марта 2015 г.

მეორე დღის რეფლექსია

გავეცანით ერთმანეთის თემებს.  გამოვთქვით შენიშვნები , განვიხილეთ ბუკლეტების შექმნა,რომლის გამოყენება  სასარგებლო იქნება ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში..გავეცანით სხვადასხვა პროექტის ნიმუშებს.
    გავიმეორეთ გავლილი მასალა.გავიხსენეთ ზოგიერთი თემა. დღევანდელი მეცადინეობა საინტერესო იყო ჩემთვის.